პედაგოგი: გულიკო მჟავანაძე

მე–6კლასი

პროექტის სახელი: ,,მათ ხსოვნას ქვეყანა სანთლებლად აინთებს"

პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები იკვლევენ და აღწერენ 9 აპრილის მოვლენებს,
მშვიდობიანი აქციის დროს დაღუპულთა და მათი უდანაშაულოდ დასჯის მიზეზებს.
ეცნობიან პრესას ნახულობენ ვიდეო ფილმებს თუ ფოტოსურათებს. შეისწავლიან დაღუპულთა სადიდებლად დაწერილ ტექსტებსა და სიმღერებს.

მიზანი: პატივი მიაგონ საქართველოს ეროვნულ–დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ ქართველთა ხსოვნას.

   უკავშირებენ შესწავლილ ნაწარმოებებს – აკაკი წერეთლის ,, თორნიკე ერისთავ" , ,,ამირანს", ,, ბაში–აჩუკს": ავლებენ პარალელს საუკუნეების წინ და ეხლანდელ დროსთან მიმართებაში. სამშობლოს თავისუფლება თავდადებასა და მსხვერპლს მოითხოვს. პირობას დებენ, რომ დაიცვან მოპოვებული თავისუფლება და თუ საჭირო იქნება, მზად არიან იმოქმედონ ისე, როგორც სამშობლოს სჭირდება.

ასაკი: 12–13 წელი.

მე–2კლასი

პროექტის სახელი: ,,ენა ქართული– დედაა ჩვენი!".

პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები სწავლობენ ქართული ენის უძველეს ისტორიას: ჩვენი წელთაღრიცხვიდან (მე–3 საუკუნიდან) დღემდე მოტანილ – ცეცხლითა და შანთით დაცულ ქართულ ენას. სწავლობენ ლექსებსა და სიმღერებს ქართული ენის სადადიდებლად.
მიზანი: პატივი სცენ, დაიცვან და მოუარონ მშობლიურ ქართულ ენას. ჩამოუყალიბოთ შემოქმედებითი უნარი, აქტიური მონაწილეობა მარტო და სხვებთან ერთად სიმღერის, ცეკვის აუდიტორიის წინაშე წარდგომის გემოვნების განვითარებას.

ასაკი : 7–8 წელი